14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი განცხადებას ამზადებს.
დღეს, 8 ივნისს, პლენარული სხდომის მსვლელობის დროს დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში წარადგენენ და ნებისმიერ დეპუტატს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად, საშუალება ექნება, ხელი მოაწეროს მას.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება ქვეყნის მომავალია.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, პარლამენტის მიერ შედგენილი განცხადება მრავალი პარტიის მონაწილეობით არის მომზადებული, რაც ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს აქვს პარლამენტში.