მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი - "უკრაინისთვის NATO-ს სამოქმედო გეგმის გადაცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა“

ზელენსკი – “უკრაინისთვის NATO-ს სამოქმედო გეგმის გადაცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო პორტალ „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი გაკვირვებულია ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების გამო. პრეზიდენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა.

მისი თქმით, იგი მზადაა შეხვდეს ამერიკის პრეზიდენტს და აზრი შეაცვლევინოს.

ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებაც ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ახლავე უნდა გადაწყდეს.

“ვფიქრობ, რომ უკრაინა საბოლოოდ გაწევრიანდება ნატოში, თუმცა ბევრ უკრაინელს უკვე ნელ-ნელა ამაში ეჭვი ეპარება. ეს დიდი პრობლემაა. იმ შემთხვევაში, თუ ნატოს სურს ჩვენი მიღება, მათ უნდა დაანებონ თავი ჭოგრიტით ყურებასა და შორეულ მომავალზე საუბარს. ეს საკითხი ახლავე უნდა გადაწყდეს. ჩვენც და ჩვენს დამოუკიდებლობასაც დიდი საფრთხე გვემუქრება. დახმარება ახლავე გვჭირდება. უკრაინისათვის სამოქმედო გეგმის გადაცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend