მთავარისაქართველო"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები "ენკას" ოფისის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები “ენკას” ოფისის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს, 7 ივნისს, სოფელ გუმათიდან ქუთაისში, ჰესის მშენებელი კომპანიის “ენკას” ოფისის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, შეუერთდნენ მსვლელობას.

მისი თქმით, 12 ივნისს, თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოვლენ და შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ისინი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობას უკვე 221-ე ღამეა აპროტესტებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend