დუბაი იაფად

დუბაი ბევრად მეტია, ვიდრე სიმდიდრე და ბრწყინვალება. ირგვლივ თუ კარგად მიმოიხედავ, უამრავ უფასო გასართობს იპოვი. ერთ-ერთი ასეთი მარგალიტია ჰაჯარის დიდებული მთები ჰატაში. ეს საუკეთესო რამ არის, რაც დუბაიში შეიძლება იაფად ნახო.

აქაური  ლაშქრობის მოყვარული და ბლოგერი ოსრა ოსიპავიჩიუტესი,  თავის სპეციალურ ბლოგში დუბაიში ლაშქრობის საუკეთესო მარშრუტებს აღწერს. იგი ამბობს, რომ ჰატაში საოცარი მთებია.

ოსრა ოსიპავიჩიუტე, THEROADREEL.COM -ის დამფუძნებელი:

„აქ არის როგორც სალაშქრო ბილიკები, ისე მოტობილიკები,  ხალხს შეუძლია აქაურობა დაათვალიეროს და გაივარჯიშოს.“

სარას განმარტებით, სალაშქრო ბილიკების ქსელის საერთო სიგრძე დაახლოებით 32 კილომეტრია, თუმცა ყველაზე მოკლე ბილიკი ერთკილომეტრიანია. ეს ბილიკები სირთულის მიხედვით იყოფა და სხვადასხვა ფერი შეეფარდება.

 
ოსრა ოსიპავიჩიუტე, THEROADREEL.COM -ის დამფუძნებელი:

[br]„ასე რომ, შეგიძლიათ, ჯერ მწვანე ფერით დაიწყოთ, რომელიც ყველაზე მარტივი მარშრუტია, თანდათან გაართულოთ და ყველაზე რთულ – შავზე ახვიდეთ. ლურჯი და წითელი საშუალო დონედ ითვლება. სალაშქროდ დილით ადრე უნდა  გახვიდე,  დილის 4 საათზე უნდა გაიღვიძო და ბილიკზე უკვე 6-ზე უნდა იყო. რაც ადრე გახვალ, მით უკეთესი, რადგან ძალიან მალე დაცხება. რაც შეეხება თადარიგს, პირველ რიგში, წყალი უნდა მოიმარაგო. წყლის საკმარისი მარაგი აუცილებელია. მოკლე ლაშქრობისთვის სულ მცირე  ორი ლიტრა წყალი უნდა წაიღო,  გრძელ მარშრუტზე კი, მაგალითად, 15 კილომეტრზე,  შეიძლება, ხუთიც დაგჭირდეს.“

ემირატების ისტორია რომ გაიგო, ქალაქი ჰატა უნდა ნახო. ჰატას ისტორიული მემკვიდრეობის სოფელში, რომელსაც თავზე  ცნობილი ჰატას ციხესიმაგრე გადმოჰყურებს, საუკუნეების წინანდელი სოფლის ცხოვრებაა გაცოცხლებული. ნაშუადღევს შეგიძლია დუბაის  ხელოვნების  გალერეაში შეხვიდე.  ჯამილის ხელოვნების ცენტრი, რომელიც ალ ჯადაფში მდებარეობს, დუბაის ერთ-ერთი თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტია, რომელშიც მსოფლიო დონის გამოფენები იმართება. აქ შესვლა მთელი წლის განმავლობაში უფასოა. ამ ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მიხედვით, ამ ინსტიტუტის კონცეფცია ის არის, რომ ხელოვნებას ყველა ეზიაროს.

ანტონია კარვერი, ჯამილის ხელოვნების ცენტრის დირექტორი:

„აქ, ჯამილის ხელოვნების ცენტრში,  გვწამს, რომ ხელოვნება ყველასთვისაა. ეს ადგილი ახლა ცნობილია,  როგორც დუბაის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ეს არის სივრცე, სადაც როგორც  პერსონალურ, ისე ჯგუფურ გამოფენებს ვაწყობთ.  გვაქვს ბიბლიოთეკა, ბავშვთა სახელოსნო, სასაუბრო და ფილმების დარბაზები, შენობის გარეთ არის ქანდაკების პარკი და  ხელოვანთა ბაღები. აქ მოწყობილი გამოფენები იმდენად დამაფიქრებელი და ღრმააზროვანია,  რომ მნახველებს შეუძლიათ, რამდენჯერმე ეწვიონ. ეს ყველაფერი უფასოა. ახლა შესანიშნავი გამოფენა გვაქვს, სახელწოდებით „შენი ხანა“, რომელიც წარმოგვიდგენს, თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგია ადამიანზე, როგორ ვიქეცით ონლაინმონაცემთა ბაზად და როგორია ხელოვანთა თვალით დანახული ის ახალი სამყარო, რომელშიც ჩვენ ყველა ვცდილობთ გზის გაკვლევას.“

დუბაი შადრევნების უფასო სანახაობითაც არის ცნობილი. წყალგაღმა, ზუსტად ჯამილის ხელოვნების ცენტრის პირდაპირ, შეგიძლიათ, ნახოთ, ფესტივალის ქალაქის წარმოდგენა, რომელშიც ოსტატურად შერწყმული მუსიკა, წყალი და განათება მნახველს აჯადოებს.

დუბაის ცენტრში მდებარე შადრევანსა და პოინტეში მდებარე ახალ პალმის შადრევანს მსოფლიოს ყველაზე დიდი შადრევნების წოდება

როგორც კი შეღამდება, აქაურები ოჯხთან ერთად  ე.წ. კულტურული სოფლისკენ მიემართებიან, სადაც ადამიანს შეუძლია იაფად ივახშმოს, ატრაქციონებითა  და უფასო გასართობით გახალისდეს.

ამ გასართობ პარკში  შესვლა მხოლოდ 5 ევრო ღირს, შიგნით კი ძვირადღირებული სიამოვნება გელოდებათ. ეს  პარკი მილიონ 600 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. აქ ყოველ სეზონზე 42 ათასი ცოცხალი წარმოდგენა იდგმება და 3500 მაღაზია მუშაობს. ამ პარკის 26 პავილიონში 78 სხვადასხვა კულტურაა წარმოდგენილი და სურსათის 300 დახლი დგას, რის გამოც იგი რეგიონში სურსათის ყველაზე დიდ ბაზრობად ითვლება. აქ წარმოდგენილია საამიროების ტრადიციული ლავაშები და  აზიური ნაყინის დესერტები. ექსტრემის მოყვარულებს კი საქანელა-შურდული ელოდებათ. დუბაიში  იაფადაც კარგად ერთობიან.

ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend