მთავარი მსოფლიო ევროპა ახალი გამოფენები ევროპის ქალაქებში

ახალი გამოფენები ევროპის ქალაქებში

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროპაში კულტურის სფერო კვლავ გამოცოცხლდა. ამ კვირაში ევროპის ქალაქებში არაერთი ახალი გამოფენა გაიხსნა. ლისაბონში ცნობილი ჩინელი ხელოვანის აი ვეივეის ახალი გამოფენა მოეწყო. ლუვრში დამთვალიერებლებს ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილი ანტიკური ექსპონატების ნახვა შეეძლებათ, ლონდონში კი ცნობილი სტრიტარტისტის ბენკსის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ცნობილმა ჩინელმა ხელოვანმა და აქტივისტმა აი ვეივეიმ ლისაბონის ბელემის უბანში თავის კარიერაში ყველაზე დიდი გამოფენა მოაწყო. აი ვეივეი საკუთარი ქვეყნიდან დევნილია, იგი ამჟამად თავს პორტუგალიას აფარებს. მის მიერ შექმნილი ექსპონატები პორტუგალიური ტრადიციული ხელობის ტექნოლოგიითა და ადგილობრივი მასალებისგან – კერამიკისგან, კორპის ხისა და მარმარილოსგან არის დამზადებული. გამოფენა სახელწოდებით “ზეცაში ამაღლება“ კორდოარის ეროვნულ მუზეუმში 28 ნოემბრამდე გაიმართება.

 
ოთხი ქანდაკება ლიბიიდან და ორი ბას-რელიეფი სირიიდან – ამ ექსპონატების ნახვა პარიზის ლუვრის მუზეუმში არის შესაძლებელი. გამოფენის მიზანი არქეოლოგიური ნივთების უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა. ეს ექსპონატები ფრანგმა მებაჟეებმა საზღვარზე აღმოაჩინეს. კონსტრაბანდისტები ნამუშევრების უცხოეთში გატანასა და გაყიდვას ცდილობდნენ. ანტიკური ქანდაკებები ლუვრში 13 დეკემბრამდე იქნება გამოფენილი.


ლონდონში ცნობილი ხელოვანის – ბენკსის ყველაზე დიდი კერძო კოლექციის გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებლებს წითელი აგურის კედლებზე ბენსკის მიერ  დახატული რამდენიმე გრაფიტის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. გამოფენა „კოვენტ გარდენში“, უზარმაზარ მიწისქვეშა სივრცეში გაიმართა. აქ ცნობილი სტრიტარტისტის 90-ზე მეტი ნამუშევარი იყო გამოფენილი.

უახლესი

სხვა ამბები

ევროპის ქალაქებშიევროპის ქალაქებში

Send this to a friend