მთავარიამბებირეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება, 1967 წელს – მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები. 1974-1980 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”. 1981 წლიდან იყო თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის პიესები ”ფეოლა”, ”ხანუმა პარიზში”; საკუთარი სცენარების მიხედვით აქვს დადგული სპექტაკლები: ”ალფრედი და ვიოლეტა” (1982), ”მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” (1982), ”ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” (1983), ”სტალინგრადის ბრძოლა” (1996).

მისი სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორისაა “არ იდარდო” (1968), “არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), “ფეოლა” (1970), “ქვევრი” (1970), “შერეკილები” (1973), “მიმინო” (1977), “ქინ-ძა-ძა” (1986).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend