მთავარისაქართველოსაზღვრებს მიღმა

საზღვრებს მიღმა

რომელ ქვეყნებს აქვთ გახსნილი საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ზაფხულის სეზონი უმეტესობისთვის დასვენებასთან ასოცირდება. არიან ისეთები ვინც დასვენებას საქართველოში ამჯობინებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს საზღვარგარეთ სურს მოგზაურობა. პანდემიის გამო კი არც ისე ბევრია იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეებს ტურისტებად შეუძლიათ ვიზიტი.

ამბობენ მოგზაურობა ერთადერთი რამაა რისი ყიდვაც ადამიანს უფრო მდიდარს ხდისო. ასე ფიქრობს 27 წლის მარიამ ხუნდაძეც, რომელიც 10-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი. პირველად 12 წლის ასაკში იმოგზაურა და მას შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრობდა უცხო ქვეყანას.

 
„ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო მოგზაურობა 2020 წლამდე. ბევრს ვმოგზაურობდი. წელიწადში რამდენიმე ქვეყანას მაინც ვნახულობდი.  ყველაზე მეტად მენატრება ის გრძნობა, როდესაც პირველად აღმოაჩენ ახალ ქალაქს, ახალ ადგილებს. მენატრება ის სიამოვნება, რასაც მოგზაურობა განიჭებს.“-ამბობს მაირამ ხუნდაძე, მარკეტოლოგი

[br]იმ სიამოვნების მიღება, რომელსაც მოგზაურობა ანიჭებს ადამიანს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს სურს. ასე ამბობენ ტურისტულ კომპანიებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, კორონავირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას საქართველო კვლავ წითელ ზონაში ჰყავს შეყვანილი.

„ბევრი ქვეყანა არ არის გახსნილი და არჩევანი ცოტა აქვს ჩვენთან მოსულ მომხმარებელს. რეალურად კი მოგზაურობის ბევრი მსურველია. ზაფხულის პერიოდში ყოველთვის იყო ბუმი. ევროპის მიმართულებით გვქონდა უამრავი დაგეგმილი ტურები. ასევე აზიის მიმართულებითაც.“ – განმარტავს სოფიო ნაცვლიშვილი, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი

საზღვარი დაკეტილია საქართველოს მოქალაქეებისთვის/მხოლოდ გარვეკეული ჯგუფის მოქალაქეებისთვისაა ღია (გრაფიკა) Copyright Euronews Georgia

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის მსოფლიოს 45 ქვეყნის საზღვარია დაკეტილია.  საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ გარკვეული მიზნით შეუძლიათ წასვლა. მათ შორის არ არის ტურისტული მოგზაურობა.

 

 

საზღვარი ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, მაგ: იზოლაცია, ტესტი, ა.შ. (გრაფიკა) – Copyright Euronews Georgia

ნარინჯისფერი იმ 30 ქვეყანას აღნიშნავს, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი ღიაა, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად აუცილებელია კარანტინის გავლა, ჩასვლისთანავე პისიარ ტესტის განმეორებით აეროპორტში ჩატარება და ასე შემდეგ.

 

საქართველოს მოქალაქეებს მიიღებენ – პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან კორონავირუსის გადატანის შესახებ საბუთის წარდგენის შემთხვევაში (გრაფიკა) – Copyright Euronews Georgia

 

ყვითელი ფერით ის ქვეყნებია მონიშნული, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მიიღებენ – პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი  დოკუმენტის ან კორონავირუსის გადატანის შესახებ საბუთის წარდგენის შემთხვევაში.

მწვანე ფერით ის ქვეყნები უნდა იყოს მონიშნული, რომელთაც საზღვარი საქართველოს მოქალაქეეებისთვის ყოველგვარი პირობის გარეშე აქვთ ღია. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ პირობით საქართველოდან ჯერ ვერავინ გავა.

„ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ვაწარმოებთ საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს. ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ქვეყნებთან, რომ ჩვენი ქვეყნის მწვანე სერტიფიკატი აღიარონ. ეს არის კომპლექსური მუშაობა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან.“ – ამბობს  მარი ნარჩემაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღეში მოქალაქეებს ახალ აპლიკაციას წარუდგენს, რისი დახმარებითაც შეძლებენ ყველა იმ ქვეყნის მოთხოვნებს გაეცნონ, სადაც ისინი ტურისტულ ან საქმიან მოგზაურობას გეგმავენ. მანამდე კი ის მოქალაქეები ვისაც მოგზაურობა ძალიან მოენატრა, მათთვის სასურველი ქვეყნების საზღვრების გახსნას ელოდებიან.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend