მთავარიევროპასაფრანგეთიკიბერბულინგი ისლამთან დაკავშირებული კრიტიკული კომენტარებისთვის

კიბერბულინგი ისლამთან დაკავშირებული კრიტიკული კომენტარებისთვის

ხუთშაბათს პარიზში ცამეტი ადამიანი გაასამართლეს. ისინი ინტერნეტის საშუალებით ემუქრებოდნენ თინეიჯერი გოგონას, რომელმაც სოციალურ ქსელში ისლამთან დაკავშირებით კრიტიკული შინაარსის კომენტარები დაწერა.

დაზარალებული თინეიჯერი, რომელიც ახლახან 18 წლის გახდა, ინტერნეტში მილას სახელითაა ცნობილი.

გოგონა იძულებული გახდა,  სკოლაც შეეცვალა, ამჟამად იგი პოლიციის დაცვის ქვეშ არის

 
საფრანგეთის მთავრობა გოგონას უფლებებს იცავს.

[br]”შიში ყველაფერს ცვლის. რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ, მით უფრო ძლიერები ვიქნებით,  მუქარა და შევიწროება აღარ შეგვაშინებს. უარესი იქნება, თუ არაფერს გავაკეთებთ და მორჩილებას გავაგრძელებთ ”, -ამბობს მილა

ბრალის წაყენების შემთხვევაში ბრალდებულებს, რომლებიც 18 – დან 35 წლამდე არიან, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.

ერთ-ერთი ბრალდებული დაზარალებულს ემუქრებოდა, რომ ის  სამუელ პატის ბედს გაიზიარებდა.

სამუელ პატს ოქტომბერში თავი მოჰკვეთეს იმის გამო, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს კლასში აჩვენებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend