მთავარიევროპასაფრანგეთიკანის კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

კანის კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

2021 წლის კანის კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია.

ჟიურიმ ფესტივალისთვის სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ათობით ფილმი შეარჩია. პროგრამაში მოხვდნენ როგორც განთქმული, ასევე ნაკლებად ცნობილი რეჟისორები. ორწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო კინო კანში დაბრუნდა.

„ფილმებს დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით. ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღეთ. ზოგმა რეჟისორმა ჯერ კიდევ არ იცის, რამდენად მოახერხებს ჩამოსვლას. კანის ფესტივალამდე 5 კვირაა დარჩენილი, ამჟამად ყველა ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებაზე ფიქრობს“, – ამბობს ტიერი ფრემო, კანის კინოფესტივალის დირექტორი.

 
წარმატებას უწინასწარმეტყველებენ პოლ ვერჰოვენის ფილმს „ბენედეტა“, რომელშიც მეჩვიდმეტე საუკუნეში მცხოვრები ლესბოსელი მონაზონის ნამდვილი ამბავია მოთხრობილი.

[br]ფესტივალზე ჩამოვლენ ცნობილი ადამიანები – ლეოს კარაქსი, შონ პენი, ასგარ ფარადი და ვეს ანდერსონი, რომელიც კანზე შარშან იყო წარდგენილი.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ვეს ანდერსონი წელს მონაწილეობას მიიღებს ფესტივალზე. თავიდან არ ვიცოდით, რამდენად შესაძლებელი იყო ეს ტექნიკურად, რადგან იგი შარშანაც იყო წარდგენილი“, – ტიერი ფრემო.

ვეს ანდერსონის ფილმში სახელწოდებით The French Dispatch, არაერთი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანის წითელ ხალიჩაზე კინო ვარსკვლავების ნაკლებობა არ იქნება.

ჟიურის რეჟისორი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს.

ფესტივალზე ჯამში 61 ფილმის ჩვენება გაიმართება. პანდემიის შემდეგ კინოს ნელ-ნელა  უბრუნდება სიცოცხლე.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend