ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი თბილისში იმყოფებიან.
ისინი საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებს აინტერესებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
ვიზიტის ფარგლებში სენატორები შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებს.
ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.