მთავარი საქართველო ამერიკელი სენატორები მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შეხვდებიან

ამერიკელი სენატორები მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შეხვდებიან

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი თბილისში იმყოფებიან.

ისინი საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებს აინტერესებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ვიზიტის ფარგლებში სენატორები შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებს.

ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

უახლესი

სხვა ამბები

00:00:00
Send this to a friend