მთავარიმსოფლიო„სინოვაკი“ მეორე ჩინური და ზოგადად მერვე ვაქცინაა, რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია გაიარა

„სინოვაკი“ მეორე ჩინური და ზოგადად მერვე ვაქცინაა, რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია გაიარა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკი“ დაამტკიცა.

სინოვაკი“ მეორე ჩინური და ზოგადად მერვე ვაქცინაა, რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია გაიარა.

ევროპის ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევები იკლებს, მაგალითად, პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების მხოლოდ 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დიდ ბრიტანეთში კი პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო დაკეტილი ჰითროუს აეროპორტის მესამე ტერმინალი გაიხსნა.

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მესამე ტერმინალი, რომელიც პანდემიის დროს მგზავრების სიმცირის გამო დაიკეტა, ისევ  გაიხსნა.

აქ იმ მგზავრებს ემსახურებოდნენ, რომლებიც ე.წ. მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ.

ბევრი ადამიანი კი იმის გამო ჩიოდა, რომ აეროპორტის ერთსა და იმავე სივრცეში ბრიტანეთის „წითელი სიის“ ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებსაც იღებდნენ და იმ ადამიანებსაც, რომლებიც  უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩადიოდნენ.

 

ტერმინალი გაიხსნა, რადგან ბრიტანეთში ბოლო  28 დღის განმავლობაში გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. მთავრობაში დადებითად აფასებენ ამ მიღწევას და ადარებენ ადრინდელ პერიოდს, როდესაც ბრიტანეთში დღეში საშუალოდ 1700 ადამიანი იღუპებოდა. მთავრობის შეფასებით, ასეთი დადებითი დინამიკა მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებისა და ვაქცინაციის პროგრამის შედეგია.

ჯანმომ კი კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა დაამტკიცა. ახლა მეორე ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“  ზოგადად მერვე ვაქცინაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ჯანმო, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსად, მხარს უჭერს 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ვაქცინათა სამართლიანი განაწილების დასაფინანსებლად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა აღნიშნავს, რომ პანდემია ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკის განვითარებას. ვაქცინის პოლიტიკა პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის პოლიტიკას.

პოლონეთში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებლი იკლებს და ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობაში განაცხადეს, რომ  ისინი ახლა 12 – 15 წლამდე ასაკის ბავშვებსაც აცრიან. 28 მაისს ევროპულმა კომისიამ უფლება მისცა კომპანია „ფაიზერს“, ვაქცინა 12 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც გამოეყენებინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend