მთავარი აზია ჩინეთი „იცურე, სანამ ზღვა გალურჯდება“ - დოკუმენტური ფილმი ჩინეთის უახლესი ისტორიის შესახებ

„იცურე, სანამ ზღვა გალურჯდება“ – დოკუმენტური ფილმი ჩინეთის უახლესი ისტორიის შესახებ

“ურთიერთწინააღმდეგობებით სავსე 70 წელი” – ასე აღწერს ჩინელი რეჟისორი ძია ჟანგკე ჩინეთის უახლეს ისტორიას.

მის ახალ დოკუმენტურ ფილმში „იცურე, სანამ ზღვა გალურჯდება“ ჩინეთის ბოლო ათწლეულების ისტორია, სამი სხვადასხვა თაობის ჩინელი მწერლის გადმოსახედიდან არის მოთხრობილი.

„ფილმის გადაღების დროს ბევრი რამე ვისწავლე. როგორც იცით, 1978 წლიდან მოყოლებული ჩინეთმა დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა. სწრაფი ურბანიზაციისა და ეკონომიკური წინსვლის პერიოდში ბევრი რამ დაიკარგა. ათასობით წლის განმავლობაში ჩინელები აგრარული ცხოვრების წესს მიჰყვებოდნენ. ახლა კი, ახალგაზრდების უმეტესობა ქალაქებში ცხოვრობს. ისინი მოწყვეტილები არიან საუკუნოვან ტრადიციებს. ვფიქრობ, იმისათვის რომ გავიგოთ თუ ვინ ვართ, საჭიროა გავიხედოთ წარსულისკენ. ფილმის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის ისტორიასა და ტრადიციებს ეთმობა“, – ამბობს ფილმის რეჟისორი, ძია ჟანგკე.

 
1949 წლის კომუნისტური რევოლუციიდან მოყოლებული ქვეყანამ მრავალი გარდასახვა გაიარა, რამაც ჩინეთის საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინა. აგრარული ქვეყანა რამდენიმე ათწლეულში მსოფლიოს ერთ-ერთი სუპერძალა გახდა. ფილმში ერის ისტორია მწერლების ინდივიდუალური ამბებით არის მოთხრობილი.


„ფილმში ოთხი სხვადასხვა თაობის მწერლის ისტორიებია მოყოლილი. ჩვენ შევაგროვეთ ამბები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იყო ცხოვრება სოფლებში 1949 წლიდან დღემდე. ბოლო 70 წელი იყო სავსე ურთიერთწინააღმდეგო მოვლენებით. ფილმში ამის ასახვა მსურდა“, – ამბობს ძია ჟანგკე.

დოკუმენტური ფილმის „იცურე, სანამ ზღვა გალურჯდებას“ პრემიერა მაისში გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

დოკუმენტური ფილმიდოკუმენტური ფილმი

Send this to a friend