მთავარიკუბიკოვაქს პლატფორმით საქართველოში Novavax-ისა და Johnson&Johnson-ის ვაქცინები შემოვა

კოვაქს პლატფორმით საქართველოში Novavax-ისა და Johnson&Johnson-ის ვაქცინები შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა Novavax-ის დაახლოებით 700 000, ხოლო Johnson & Johnson-ის დაახლოებით 130 000 დოზა შემოვა.

საქართველოში ამ დრომდე „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები გამოიყენება.

„უკვე დაზუსტებულია, რომ ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში, დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზა “სინოფარმის” ვაქცინას მიიღებს ქვეყანა, ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე დაახლოებით Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება და ასევე, დაახლოებით მესამე კვარტალში კოვაქსმაც დაადასტურა “ნოვავაქსის” ვაქცინის დაახლოებით 700 000 და Johsnon&Johson-ის დაახლოებით 130 000-მდე დოზის მიღება“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 
AstraZeneca-ს და Johnson&Johnson-ის ვაქცინა მსგავსი ტექნოლოგიითაა დამზადებული, თუმცა ეს უკანასკნელი განსხვავებულია იმით, რომ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მისი მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო. კლინიკური ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 66 პროცენტია.

[br]ვაქცინამ მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ.

განსაკუთრებულად იშვიათ შემთხვევებში Johnson&Johnson-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებში სისხლის შედედების პრობლემები გამოვლინდა, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინის გამოყენება 13 აპრილს დროებით შეჩერდა, თუმცა მალევე, 23 აპრილს, ამ პრეპარატით ვაქცინაცია განახლდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აჭარბებს და ის უსაფრთხო და ეფექტიანია.

Johnson&Johnson-ის ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ევროპის წამლის სააგენტოსგანაც აქვს.

განსხვავებული ტექნოლოგიითაა დამზადებული ვაქცინა „ნოვავაქსი“, რომელიც კორონავირუსის ცილა „სპაიკს“ შეიცავს, რომლის საფუძველზეც ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტი ყალიბდება.

„ნოვავაქსის“ ვაქცინა გამოყენებისთვის დამტკიცებული ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში არ არის. კომპანიის განცხადებით, კორონავირუსის თავდაპირველი შტამის მიმართ ვაქცინის ეფექტიანობა 96,4 პროცენტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend