მთავარიმსოფლიოევროპასამგზავრო კოვიდ-19-ის სერტიფიკატები მზად სავარაუდოდ 1 ივლისამდე იქნება

სამგზავრო კოვიდ-19-ის სერტიფიკატები მზად სავარაუდოდ 1 ივლისამდე იქნება

ევროკავშირი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებისა და ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპის პარალელურად მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას ცდილობს.

გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ ივნისის შუა რიცხვებში უნდა მიიღოს. სამგზავრო სერტიფიკატების მისაღებად ქვეყანას საკუთარი წესები აქვს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, წესები მაქსიმალურად შეაჯერონ, რათა თავისუფალ გადაადგილებას შეუწყონ ხელი.

ზაფხულის მოახლოებასთან და ვაქცინაციის პროგრამების დაჩქარების პარალელურად ევროკომისიაში აცხადებენ, რომ წევრმა ქვეყნებმა კონტინენტზე მოგზაურობასთან დაკავშირებით შეზღუდვები უნდა შეამსუბუქონ.

ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყნებს, ერთმანეთს შეუთანხმონ თავიანთი გეგმები, რათა ხელი შეუწყონ თავისუფალ გადაადგილებას ევროპაში.

იუსტიციის ევროკომისარი დიდიე რეინდერსი წევრ ქვეყნებს სთავაზობს, მოხსნან შეზღუდვები სრულად აცრილი ან ვირუსგადატანილი პირებისთვის. მისი თქმით, ეს წესი უკვე რამდენიმე წევრ ქვეყნაში მოქმედებს.

 

რაინდერსი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეთანხმდნენ და განსაზღვრონ, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება პირი სრულად ვაქცინირებულად. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან 14 დღე უნდა იყოს გასული.

ბრიუსელში სურთ იმ ადამიანებისთვისაც განისაზღვროს წესები,  რომლებიც ამ 2 კატეგორიაში არ შედიან.

მაგალითად, თუ ადამიანი მწვანე ზონაში მყოფი ქვეყნიდან მოდის, მაშინ მასზე შეზღუდვები არ გავრცელდება.  ტესტის გაკეთება მოეთხოვებათ ნარინჯისფერ ზონად გამოცხადებული ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებს, კარანტინის გავლა კი წითელ ზონაში შესული ქვეყნების მოსახლეობას მოუწევს.

გეგმა ევროკავშირის COVID- ის სამგზავრო მოწმობის  შემოღებას ითვალისწინებს. სერტიფიკატი მზად 1 ივლისამდე  იქნება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ წევრ ქვეყნებს თავიანთი მოთხოვნებიც ექნებათ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ეს გეგმა არ იქნება ეფექტიანი.

პროფესორი ალბერტო ალემანოს აზრით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ წევრი ქვეყნები შეასრულებენ ამ ვალდებულებებს.

COVID სერტიფიკატმა შეიძლება, წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმებაც დაარღვიოს, რადგან, თუ ვინმეს   ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ექნება გაკეთებული, ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება არ აღიაროს COVID სერტიფიკატი და დააწესოს დამატებითი რეგულაციები.  ალბერტო ალემანოს მიაჩნია, რომ ეს არ არის გამოსავალი,  პირიქით, სერტიფიკატი ევროპელების უმრავლესობას  პრობლემებს შეუქმნის.

ეს გეგმა ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს.  გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ,  ივნისის შუა რიცხვებში მიიღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend