მთავარიმსოფლიოომი და ბავშვები - ვითარება ღაზის სექტორში

ომი და ბავშვები – ვითარება ღაზის სექტორში

ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტმა იქ მცხოვრებ ბავშვებზე უარყოფითი ემოციური კვალი დატოვა.

ფსიქოლოგების განცხადებით, პალესტინელ ბავშვებს ომის შედეგად ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ გადატანილი.

ღაზის სექტორი 2007 წლიდან ბლოკადაში იმყოფება. აქ მცხოვრები ახალგაზრდები გარე სამყაროს მოწყვეტილები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, ღაზის სექტორში ბავშვთა უფლებები მძიმე მდგომარეობაშია.

საერთაშორისო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტმა უარყოფითად იმოქმედა იქ მცხოვრები ბავშვების ფსიქიკაზე. თითქმის ყველა ახალგაზრდას აქ ომის შედეგად ტრავმა აქვს მიღებული.

[br]„ომის დროს მამაჩემმა ბიძაჩემის სახლში გამაგზავნა. ჩემი ბიძაშვილები კი ჩვენთან მოვიდნენ. თუ რომელიმე სახლი დაიბომბებოდა, ოჯახის ყველა წევრი არ დაიღუპებოდა. იქ ძალიან მეშინოდა, მშვიდად არ ვიყავი, რადგან ჩემი მშობლები ჩემ გვერდით არ იყვნენ. მათთან თავს უფრო დაცულად ვგრძნობ“, – იხსენებს მარამ აბუ ოდაჰი, ღაზის სექტორის მცხოვრები.

„ეიდის დღესასწაულისთვის მოვამზადე ტანსაცმელი და სათამაშოები. მაგრამ მათი სახლში დატოვება მომიწია. დაბომბვის გამო  დღესასწაული ჩაიშალა. ომის დროს ბიძაჩემთან ვიყავი. იქ ყოფნის დროს სულ ჩემს ძმებსა და დებზე ვფიქრობდი. მე 11 წლის ვარ, ისინი ჩემზე უმცროსები არიან“, – ყვება ამალი, ღაზის სექტორის მცხოვრები.

აქ თითქმის ყველა ბავშვის მოგონებები ომსა და დაბომბვასთან არის დაკავშირებული.

„სახლში ვიყავით, როცა აფეთქების ხმა გავიგე. მეჩეთის მხარეს შენობები დაინგრა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ყველგან ჩამსხვრეული მინა იყო. ძალიან მეშინოდა. მეგონა, რომ ანგელოზები დაგვიცავდნენ“, – ამბობს დანა სეჰვაილი, ღაზის სექტორის მცხოვრები

ფსიქიატრი ხუან პარისი აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორში მცხოვრებ ახალგაზრდებს მუდმივ შიშსა და უიმედობაში უწევთ ცხოვრება.

„ღაზის სექტორში მცხოვრები ახალგაზრდა თაობა ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს. ბლოკადამ, უმუშევრობამ და ოთხმა ომმა ბევრი რთული, სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პრობლემა შექმნა. ახალგაზრდები გარე სამყაროს არიან მოწყვეტილი. არცერთი მათგანი არაა ღაზის სექტორის გარეთ ნამყოფი“, ამბობს ხუან პარისი, ფსიქიატრი.

ღაზის სექტორი უკვე 14 წელია, რაც ბლოკადის ქვეშაა, რის გამოც ადგილობრივები კვლავ სიღარიბეში ცხოვრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend