მთავარიევროპაბელარუსიNATO-ს შტაბ-ბინაში ბელარუსის დელეგაციას შესვლა შეეზღუდა

NATO-ს შტაბ-ბინაში ბელარუსის დელეგაციას შესვლა შეეზღუდა

დღეს, 1 ივნისს ბრიუსელში ნატოს წევრი-ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბელარუსში მომხდარი ინციდენტი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

ბელარუსის დელეგაციას ნატოს შტაბ-ბინაში შესვლა შეეზღუდა. განცხადება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  გააკეთა.

ნატოს გადაწყვეტილება გასულ კვირას მინსკში სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დაშვებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, მას ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან აკავშირებს.

ბელარუსში ,,რაინეარის“ თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის გამო ბელარუსის ცაზე საერთაშორისო ფრენების შესრულებაზე ათობით კომპანიამ ური განაცხადა.

ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა ბელორუსის ქმედება გააკრიტიკეს, მათ საპასუხო ზომების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთეს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend