მთავარიევროპაიტალიამოძრავი სამზარეულო მიგრანტ ქალებს ასაქმებს

მოძრავი სამზარეულო მიგრანტ ქალებს ასაქმებს

მოძრავი სამზარეულო, რომელიც კულინარიულ დელიკატესებს ჩრდილოეთი იტალიის ქალაქ ბოლონიის ქუჩებში ყიდის, ერთგვარი თავშესაფარია იმ ქალებისთვის, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაში გამანადგურებელ ომს თუ სიღატაკეს დააღწიეს თავი.

ისინი ცდილობენ, თავიანთი მძიმე წარსული დაივიწყონ და ახალი ცხოვრება დაიწყონ.

ეს ქალები სერბეთიდან, იორდანიიდან და ნიგერიიდან იტალიაში თავიანთ ქვეყნებში ომს, სიღარიბესა და უიმედობას გამოექცნენ.

ზოგი მათგანი შვილებთან ერთად მარტო დარჩა და გადარჩენას ცდილობს. ასოციაცია „მონდო-დონა“ ასეთ ოჯახებს თავშესაფრით უზრუნველყოფს, და სამუშაოს სთავაზობს.

„მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი დამოუკიდებლები გახდნენ და ბოლონიაში ცხოვრება თავისუფლად შეძლონ. ამ პროექტის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ მათ შეუძლიათ ერთად იმუშაონ. ეს ქალები სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნებიდან მოდიან, ამიტომ შეიძლება მათ ერთმანეთის არც ესმოდეთ“, –  ამბობს ასოციაცია „მონდოდონას“ პრეზიდენტი ლორეტა მიჩელინი.


საკვები უნივერსალური ენაა და ამ ქალებმა მიაგნეს გზას თავიანთი კულტურები დაეახლოვებინათ და ხალხისთვის სხვადასხვა სამზარეულოს გემო შეეთავაზებინათ. ამ ყველაფრით კი შემოსავალი მიეღოთ.

პროექტის კოორდინატორი ალბერტო დი პასკუა, რომელიც ამავდროულად შეფმზარეულია ამბობს, რომ ქალებმა თავიანთი ბებიების რეცეპტები გაგვაცნეს.

„მე მათ ამ საჭმლის მომზადებაში დავეხმარე. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, ბალკანეთიდან დაწყებული იორდანიითა და ნიგერიით დამთავრებული“, –  თქვა შეფმზარეულმა.

სლადიანა სერბეთიდანაა და იტალიაში თავისი ორი შვილით 20 წლის წინ ჩამოვიდა, იგი ომს გამოექცა. მასზე ყოფილი ქმარი წლების განმავლობაში ძალადობდა. საბოლოოდ კი გამონახა ძალა, რომ ცხოვრება შეეცვალა.

„მე ოჯახურ ძალადობას გავუძელი. ამის თქმის არ მრცხვენია, რადგან ახლა მესმის, თუ ეს რას ნიშნავს, რა მომიტანა ცხოვრებაში და რა წაიღო ჩემი ცხოვრებიდან. ძალადობის მსხვერპლმა ყველა ქალმა მინდა ჩემი სიტყვები მოისმინოს. გამოფხიზლდით, იყავით უფრო გაბედულები და თავი დააღწიეთ ამ მდგომარეობას“, –  ამბობს სლადიანა ზარიჩი.

საჭმლის გასინჯვას ცოტა დრო სჭირდება, მის მომზადებას – ცოტა მეტი, მაგრამ ამ ქალებს ნამდვილად დიდი გამბედაობა და ძალა დასჭირდათ, რომ ახალი საქმიანობა დაეწყოთ და ცხოვრება შეეცვალათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend