მთავარი გადაცემები კუბი ჯანმო კორონავირუსის შტამებს ბერძნული ასოებით მოიხსენიებს

ჯანმო კორონავირუსის შტამებს ბერძნული ასოებით მოიხსენიებს

1 ივნისიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოიყენებს ბერძნულ ასოებს, იმისათვის, რომ აღნიშნოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებული შტამები.  მაგალითად, ბრიტანულ ვარიანტს დაარქვეს ალფა, სამხრეთაფრიკულს – ბეტა, ინდურს კი – დელტა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბერძნულ ასოებს სიტყვების გასამარტივებლად, საჯარო დისკუსიის დროს ამ შტამების განსახილველად და გარკვეული ნიშნით გამორჩევის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენებენ.

 
„არცერთი ქვეყანა,  სადაც კორონავირუსის ახალი შტამი აღმოჩნდება, არ უნდა გახდეს სტიგმატიზაციის მსხვერპლი“, – განცხადა ტვიტერის გვერდზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კოვიდ 19-ის მართვის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა.

ვირუსის ყველა ვარიანტის სახელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ბერძნული ასოები არ შეცვლის შტამების სამეცნიერო სახელწოდებას და თუ 24-ზე მეტი შტამი დაფიქსირდება და ბერძნული ასოები აღარ იქნება საკმარისი, დასახელების ახალი სისტემა შემუშავდება.

მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე ინდოეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ახალი ტალღის მიზეზი ინდური შტამი იყო.


სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ მომხმარებლები ტვიტერსა და ფეისბუკზე კოვიდის ახალ შტამს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ინდოეთის ხელისუფლება.

მან ფეისბუკსა და ტვიტერის ადმინისტრაციას წერილიც მისწერა და  სთხოვა, წაეშალათ ის სტატუსები, რომლებშიც ინდური ვარიანტი იყო ნახსენები.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავდა, რომ მათ არც ერთ ანგარიშში არ უხსენებიათ ინდური შტამი. მას ასე მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და სოციალური ქსელის მომხმარებლები მოიხსენიებენ.

უახლესი

სხვა ამბები

ჯანმოჯანმო
Send this to a friend