მთავარიევროპასაფრანგეთიკანის კინოფესტივალი 6 -17 ივლისს ჩატარდება

კანის კინოფესტივალი 6 -17 ივლისს ჩატარდება

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის, კანის ფესტივალის დაწყების თარიღი ცნობილია.

წელს ღონისძიება 6 ივლისიდან 17 ივლისამდე გაიმართება. ტურისტებისა და სტუმრების დასახვედრად ემზადებიან სასტუმროებიც, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს კანის ფესტივალისთვის სასტუმროების მხოლოდ 20 %-ია დაჯავშნილი.

როგორც კანში სასტუმროთა კავშირის ხელმძღვანელი აცხადებს, სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებული მომსახურე პერსონალი ივნისის ბოლომდე აიცრება.

რაც შეეხება ნომინაციაზე წარდგენილ ფილმებს – ეს ცნობილი ხუთშაბათს, 3 ივნისს, გახდება.

ამ მომენტისთვის ბევრი რამ არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ ვეს ანდერსონი თავის ახალ ფილმს წარადგენს.

ასევე 9-წლიანი დუმილის შემდეგ ლეოს კარაქსი ფესტივალს თავისი ახალი მიუზიკლით გახსნის. მიუზიკლში მთავარ როლებს ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარი ასრულებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend