მთავარისაქართველოტაქსი ცხოველებისთვის

ტაქსი ცხოველებისთვის

მარიამ რუაძე „ცხოველების ტაქსისტია“. ის გადაადგილებაში ეხმარება როგორც ოჯახის, ისე მიუსაფარ ცხოველებს.

სამუშაოდან აღებული თანხის დიდ ნაწილს კი იმ ცხოველებს ახმარს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მარიამს თავად სამი ძაღლი ჰყავს, მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ თავშესაფრიდან აყვანილი – სამფეხა ლაბრადორია.

მისი თქმით, საქართველოში ცხოველების ტრანსპორტირება დიდი პრობლემაა.

„გარდა ტრანსპორტირებისა, ცხოველიანი ადამიანის სახლში შეშვებაც პრობლემაა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ბინას ეძებს, თუმცა ვერ ქირაობს, ვინაიდან მას ცხოველი ჰყავს.
ტრანსპორტირება ძალიან რთულია, ხშირად გამიგია, რომ ტაქსი უარს ამბობს ძაღლის მანქანაში ჩასმაზე“, – ამბობს მარიამ რუაძე.

მარიამს ცხოველები ტრანპსორტით მთელ საქართველოში გადაჰყავს. მგზავრების ნაწილი თანხას იხდის, რის სანაცვლოდაც იგი სხვა ცხოველებს ეხმარება.

[br]„ვეხმარები სხვა მიუსაფარ ცხოველებს, ვემსახურები უფასოდ. თუნდაც პატრონიანებს, ხშირად ყოფილა, რომ პატრონს არ ჰქონია ფინანსური საშუალება და გადაყვანის პრობლემა ჰქონია და მივხმარებივარ. მე ჩემებურად ვეხმარები ცხოველებს”, – ამბობს მარიამი.

მარიამი ჰყვება, რომ როდესაც გყავს ცხოველი, გაქვს ტრანსპორტი, სხვებსაც უნდა დაეხმარო. იგი ადრეც ეხმარებოდა ცხოველებს მგზავრობაში, თუმცა სულ რამდენიმე თვეა რაც „ცხოველების ტაქსი“ დაერქვა.

„შეიძლება ვინმემ გადაიხადოს თანხა, ამიტომ ტაქსად მომიხსენიებენ. აქამდე ჩვეულებრივად ვეხმარებოდი, ჩუმად ვეწეოდი ქველმოქმედებას“.

როგორც მარიამი ამბობს, მას არ შეუძლია ცხოველებს არ დაეხმაროს. მისი თქმით, ამით მას პატარა წვლილი შეაქვს ცხოველებში.

მისი საქმიანობა საკმაოდ დამღლელი და შრომატევადია. ყოველი ძაღლის ტრანსპორტირების შემდეგ, მომდევნოს სანამ ჩაისვამს, მანქანა კარგად უნდა გაწმინდოს. თუმცა, მისივე შეფასებით, ყველაზე რთული ის არის, რომ ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, ხანდახან ცხოველის გადარჩენა ვერ ხერხდება, მაგრამ მარიამს, თავის პროფესია მაინც აბედნიერებს.

„საქმიდან გამომდინარე, ჩემს ძაღლებს ყურადღებას ვაკლებ, მაგრამ მათ იმდენი სითბო და სიყვარული აქვთ, სჯობს ვისაც ეს აკლია, მათ გავუნაწილო.

მე ვარ მარიამ რუაძე, ცხოველების ტაქსისტი და ვემსახურები ჩემს საყვარელ ცხოველებს, მხოლოდ და მხოლოდ ცხოველებს”.

კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend