მთავარიამბებისაქართველოს მოქალაქეები პოლონეთში უვიზოდ შესვლას შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში უვიზოდ შესვლას შეძლებენ

პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც.

“საჰაერო გზით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მიმდინარე წლის 25 მაისს პოლონეთის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა მინისტრთა საბჭოს ახალი ბრძანება, რომლის თანახმადაც მგზავრი იმ შემთხვევაში გათავისუფლდება სავალდებულო იზოლაციისგან, თუკი კორონავირუსის საწინააღმდეგო სწრაფ ტესტს ჩაიტარებს პოლონეთის რესპუბლიკაში ჩაფრენისთანავე, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლამდე და ტესტის ნეგატიურ პასუხს წარუდგენს მესაზღვრეს პოლონურ ან ინგლისურ ენაზე.

მიუხედავად აღნიშნული ბრძანებისა, ჯერჯერობით, პოლონეთის აეროპორტებში, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლამდე არსებული ტერიტორია არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. თუმცა, მგზავრს, ამ ეტაპზე, ასევე შეუძლია შევიდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, 48 საათის განმავლობაში გაიკეთოს ნებისმიერი ტესტი და პასუხი წარადგინოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციაში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია სავალდებულო 10 დღიანი კარანტინისგან (თვითიზოლაცია). თვითიზოლაციის ვალდებულებისგან ასევე თავისუფლდებიან ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილი მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend