მთავარიამერიკაბრაზილიარიო-დე-ჟანეიროში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვენ

რიო-დე-ჟანეიროში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვენ

ათასობით ადამიანი რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში გამოვიდა. ისინი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს პანდემიის მართვის გამო აკრიტიკებენ და მის გადადგომას  მოითხოვენ. დემონსტრანტები ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასა და საგანგებო დახმარების ძველ ნიშნულზე დაბრუნებასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში დროშებითა და დასარტყამი ინსტრუმენტებით ჩაიარეს და ბოლსონარუს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობა პანდემიის წინააღმდეგ არ იღებს შესაბამის ზომებს და, შესაბამისად, ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.

 

დილით საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, საპროტესტო მსვლელობები საღამოსაც არის დაგეგმილი.

ჟეტულიუ ვარგასის ფონდის სოციალური პოლიტიკური ცენტრის ინფორმაციით, ბრაზილიაში 2021 წლის პირველ კვარტალში, უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში პირველად, სიღარიბის მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend