მთავარი ევროპა ხორვატია ხორვატიაში თვითმმართველობის არჩევნებში მემარცხენე-მწვანეების ლიდერმა გაიმარჯვა

ხორვატიაში თვითმმართველობის არჩევნებში მემარცხენე-მწვანეების ლიდერმა გაიმარჯვა

ზაგრებს ახალი მერი ჰყავს. მემარცხენე-მწვანე კოალიციის წარმომადგენელმა ტომისლავ ტომაშევიჩმა ხორვატიის დედაქალაქის არჩევნებში მარტივად გაიმარჯვა რამაც მმართველ კონსერვატორებს ევროკავშირის ქვეყნებში დიდი დარტყმა მიაყენა.

“მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი ამ ქალაქისთვის, მისი ინტერესებისთვის, იმ ხელშეკრულებებისა და გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქს ზიანს აყენებს, მე ვიბრძოდი მათ წინაააღმდეგ, ვინც ქალაქის განვითარებას ხელი შეუშალა,  ვისაც ეს ქალაქი არ უყვარდა და ვინც მას მხოლოდ პირადი მიზნებისთვის იყენებდა“, – განაცხადა ქალაქის ახალმა მერმა ტომისლავ ტომაშევიჩმა.

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, პირველი ტურის შემდეგ აშკარა გამარჯვებული არ გამოვლენილა.

 

სახელმწიფო საარჩევნო კომისიის (DIP) მონაცემების მიხედვით, სპლიტში ივიკა პულიაკმა გაიმარჯვა, რიეკაში  –  სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა მარკო ფილიპოვიჩმა, ოსიეკში კი ივან რადიჩმა, ხორვატიის დემოკრატიული კავშირის წევრმა გაიმარჯვა.

ხორვატიის 3.6 მილიონმა ამომრჩეველმა მუნიციპალური და საქალაქო საბჭოს წევრები და ქვეყნის ყველა რაიონის ხელმძღვანელებიც აირჩია.

ხორვატიის მმართველი კონსერვატიული პარტიის დემოკრატიული კავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმის, რომ ზაგრებში დამარცხდნენ, კმაყოფილი არიან საერთო შედეგით.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend