მთავარიევროპაშვეიცარიაშვეიცარია ევროკავშირთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს წყვეტს

შვეიცარია ევროკავშირთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს წყვეტს

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შვეიცარია ევროგაერთიანებასთან უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთთან შედარებით ევროკავშირი მას უკეთეს პირობებს სთავაზობს.

შვეიცარია, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ბლოკის მეოთხე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და მისი ეკონომიკა მჭიდროდაა ინტეგრირებული 27 წევრი ქვეყნის ეკონომიკასთან.

შვეიცარიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი გადაადგილების ორმხრივი უფლება.

შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ვერ მიიღებს ევროკავშირის მოთხოვნებს კავშირების შენარჩუნებისა და გაღრმავების შესახებ.

რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, ახლა ეს ქაოსს იწვევს. ერთიანი ბაზრის ურთიერთობა ძალიან გაუწონასწორებელი გახდა იმ გაგებით, რომ შვეიცარია დღემდე ერთიანი ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარია.

[br]შვეიცარიისთვის საზღვრების ჩაკეტვის მიზეზი ქვეყნის შიგნით თავისუფალი გადაადგილებაა.

მიგრანტები და სამუშაო ძალა, რომლებიც ევროკავშირში დაბალი შემოსავლის ქვეყნებიდან ჩადიან, შვეიცარიისთვის დიდი თავის ტკივილია.

ამჟამად შვეიცარიაში ევროკავშირის 1.4 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში კი  400 ათასი შვეიცარიელი.

ყოველდღიურად შვეიცარიის საზღვარს  ევროკავშირში დასაქმებული 344 ათასი ადამიანი კვეთს.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, თუმცა ის უარყოფს ნებისმიერ შედარებას ბრექსიტთან.

ორივე მხარეს დიალოგის განახლება მოუწევს, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend