მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზში ნაპოლეონისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

პარიზში ნაპოლეონისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

ნაპოლეონის სიკვდილიდან 200 წელი გავიდა, თუმცა მისი პიროვნება ადამიანებში კვლავ აღძრავს ძლიერ ემოციებს, დადებითსა თუ უარყოფითს.

პარიზის ლა-ვილეტის უბანში ახალი გამოფენა გაიხსნა. საფრანგეთის რევოლუციიდან დაწყებული ვატერლოოს ბრძოლით დამთავრებული ნაპოლეონმა 20 წელიწადში მსოფლიო შეცვალა. მისი მმართველობის დროს ფუნდამენტურად გარდაიქმნა სახელმწიფოს იდეა.

„ნაპოლეონმა უზარმაზარი როლი ითამაშა სახელმწიფო იდეის ჩამოყალიბებასა და მმართველობის წესებზე. ნაპოლეონის დროს დამკვიდრდა კანონის უზენაესობა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ადამიანმა, თუ იგი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, წინასწარ იცოდა, თუ რა კანონები იმოქმედებდა“, – ამბობს არტურ შევალიე, გამოფენის კურატორი.

გამოფენაზე სხვადასხვა მუზეუმიდან შეგროვებული 150 ექსპონატია წარმოდგენილი. არ არის უგულებელყოფილი ნაპოლეონის მმართველობის ბნელი მხარეებიც, როგორებიცაა დისკრიმინაციული კანონები ქალების წინააღმდეგ და მონათმფლობელობის აღდგენა.

[br]„მონათმფლობელობა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ 1794 წელს გაუქმდა, თუმცა ნაპოლეონმა იგი 1802 წელს კვლავ დააკანონა. ფრანგებს მონები კოლონიებში შაქრის საწარმოებლად სჭირდებოდათ. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი ჭარხლის შაქარი. მოიპოვებოდა მხოლოდ ლერწმის შაქარი, ამიტომაც მათ უფასო მუშახელი სჭირდებოდათ“, – ყვება არტურ შევალიე.

დამთვალიერებლებს გამოფენის ნახვა პარიზში „გრანდ-ალ დე ლა-ვილეტის“  შენობაში წლის ბოლომდე შეეძლებათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend