მთავარიმსოფლიოავსტრალიამელბურნში ერთკვირიანი ლოკდაუნის გამოცხადება იგეგმება

მელბურნში ერთკვირიანი ლოკდაუნის გამოცხადება იგეგმება

ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო მელბურნის მოსახლეობა მეოთხე საყოველთაო კარანტინის შემოღებისთვის ემზადება.

შვიდდღიანი კარანტინი ვიქტორიას შტატში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ვირუსის ახალი შტამით 26 პირი დაინფიცირდა. მათგან ერთი ადამიანი ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ხოლო ინფიცირებულებს დაახლოებით 10,000 ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ვიქტორიაში მომდევნო 7 დღე რთული იქნება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის იმ ხალხის განსაცდელი, რომელზეც ეს შეზღუდვა იმოქმედებს. თუმცა მე ვეთანხმები შტატ ვიქტორიას პრემიერს, როდესაც მან ლოკდაუნს ვირუსის გავრცელების შემაჩერებელი უწოდა“, -განცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.



მიუხედავად იმისა რომ იაპონიაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ტოკიოს ოლიმპიური ცეცხლი ქალაქ შიგას ქუჩებში მაინც გამოჩნდა.

ხუთშაბათს ევროკავშირმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას მხარი დაუჭირა და იაპონიაში ვაქცინების 100 მილიონზე მეტი დოზის ექსპორტი დაამტკიცა.

თუმცა იაპონიის მედიკოსთა კავშირი ოლიმპიური თამაშების გაუქმების მომხრეა, იმისთვის რომ შესაძლო კატასტროფა თავიდან აიცილონ.

„შეიძლება, ახალი შტამი გაჩნდეს და მას ტოკიოს ოლიმპიადის შტამი ეწოდოს. კრიტიკა, რომ თამაშების ჩატარება კაცობრიობის შეცდომა იყო, შესაძლოა, მომდევნო 100 წლის განმავლობაში გამოგვყვეს“, – ამბობს იაპონიის მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარე ნაოტო უეიამა.

შვედეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კოვიდშემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, პირველი ივნისიდან იგეგმება შეზღუდვების შემსუბუქება.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში უკვე დასასრულის დასაწყისია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend