მთავარისაქართველოპარლამენტის სესიაზე კენჭს უყრიან ოპოზიციის მიერ მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტს

პარლამენტის სესიაზე კენჭს უყრიან ოპოზიციის მიერ მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტს

პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებს შეეხება და შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრა დეპუტატი წინააღმდეგ გამოვიდა.

პარლამენტის სესიაზე დღეს, 28 მაისს, უყრიან კენჭს ოპოზიციის მიერ მომზადებულ ამნისტიის ალტერნატიული პროექტს.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend