მთავარიმსოფლიოტურიზმის აღდგენის სამიტზე სექტორის ხელახლა განვითარების გზებზე იმსჯელეს

ტურიზმის აღდგენის სამიტზე სექტორის ხელახლა განვითარების გზებზე იმსჯელეს

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ სამიტზე პანდემიით დაზარალებული ტურიზმის სექტორის აღდგენის გზები განიხილეს.

სამიტზე სიტყვით გამოვიდა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ-ხატეები, რომელმაც ყველაზე ხშირად დასმული კითხვა გააჟღერა.

„რა არის შემდეგი ნაბიჯი და როგორია ტურიზმის მომავალი?”

დამანგრეველი 18 თვის შემდეგ ტურიზმის სექტორს დაბრუნება სურს, რასაც გამართული ღონისძიებაც ადასტურებს.

საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილე პრინცესა ჰაიფა ბინ მოჰამედ ალ-საუდი ტურიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„თუ ჩვენ დავფიქრდებით ტურიზმის როლზე, მივხვდებით, რომ ის ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას სოფლებსა და ქალაქებში. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ მთლიანად ეკონომიკის აღდგენას, რადგან ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს შეადგენს“,  – თქვა
საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ.

2020 წელს მსოფლიო ტურიზმის ბაზარი 1.27 მეასედ ტრილიონ ევრომდე შემცირდა. 2021 წლისთვის კი ვარაუდობენ, რომ ის 1.4 მეათედი ტრილიონი ევროთი გაიზრდება. ასეთი ღონისძიებები სწრაფი აღდგენის იმედს იძლევა.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა სამიტზე განაცხადა, რომ ევროპაში მიღებული მწვანე ციფრული ბარათი და მსოფლიო მასშტაბის თანამშრომლობა აუცილებელია.

„ერთადერთი გზა საერთო წესებზე შეთანხმებაა. ჩვენ თავიდანვე უნდა შევქმნათ მოქმედების ის ჩარჩო, რომელიც შემდგომში ტურიზმს აღდგენის საშუალებას მისცემს“, – ამბობს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ჰარი ტეოჰარისი.

სამიტი ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი რეგიონული ოფისის გახსნის პარალელურად გაიმართა.

„ახალი იდეების შესაქმნელად ახალი ოფისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი იქნება. ახლო აღმოსავლეთისთვის ტურიზმი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ქვეყნები საზღვრებს სიფრთხილით ხსნიან და პოსტპანდემიური მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ, რომ მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend