მთავარიამერიკააშშსან-ხოსეში მასობრივ სროლას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სან-ხოსეში მასობრივ სროლას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კალიფორნიაში პოლიცია ცდილობს, დაადგინოს მორიგი მასობრივი სროლის მიზეზი. სროლის დროს 9 ადამიანი გარდაიცვალა. თავდამსხმელმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. იგი რკინიგზის თანამშრომელი 57 წლის სემ კესიდი იყო.

სან ხოსეს მერი სემ ლიკარდო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს. მისი თქმით, ეს საშინელი და ტრაგიკული დღეა მათი ქალაქისთვის.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯო ბაიდენის სახელით თანადგომას დაჰპირდა დაზარალებულებს.

კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ამერიკაში, სამწუხაროდ,  კვლავ გრძელდება ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შემთხვევები და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

ჯო ბაიდენი კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდებს. სენატმა კი ის კანონი უნდა დაამტკიცოს, რომელსაც მხარს ორივე პარტია უჭერს. მისი მიღება ამერიკელ ხალხსაც სურს. ამ კანონის საშუალებით გამკაცრდება იმ პირთა შემოწმებაც, რომლებსაც იარაღის შეძენა სურთ.

ამ რეგიონში ეს უკვე მეორე თავდასხმაა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. 2019 წელს ერთ-ერთ ფესტივალზე შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ადამიანი დახოცა, სანამ თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით წელს უკვე 230-ჯერ იყო მასობრივი სროლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend