მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკა"რკინის ფარდის გზა" ევროპის წლის მარშრუტად დასახელდა

“რკინის ფარდის გზა” ევროპის წლის მარშრუტად დასახელდა

ველოსიპედის ბილიკი, რომელიც ყოფილი რკინის ფარდის ტერიტორიაზე გადის, ევროპის წლის მარშრუტად გამოცხადდა.

ამ ადგილს ადრე სიკვდილის ზონას უწოდებდნენ, ახლა კი ტურისტები აქ ველოსიპედებით ციხესიმაგრეების, ტყეებისა და ვენახების დასათვალიერებლად დადიან. მარშრუტი სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონებს კვეთს.

ჰოლანდიელი ექსპერტების თქმით, მარშრუტმა აღიარება გამართული ინფრასტრუქტურისა და აქ არსებული კულტურული მრავალფეროვნების გამო დაიმსახურა.

„მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ გაეცნო სხვადასხვა კულტურას, ლანდშაფტიც ძალიან ლამაზია“, – ამბობს ველოსიპედისტი მარკუს ჰაკლი.

„რკინის ფარდის მარშრუტი“ ბარენცის ზღვას შავ ზღვასთან აკავშირებს.

ევროპის წლის საუკეთესო მარშრუტად ავსტრიის ქალაქ გმუნდისა და ქალაქ ბრატისლავას შორის არსებული ოთხას კილომეტრიანი მონაკვეთი დასახელდა.

პანდემიის დროს დაკეტილმა საზღვრებმა შეახსენა მოსახლეობას, რომ ევროპა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში შუაზე იყო გაყოფილი.

 

„ღობეზე შეგიძლიათ კაუჭები დაინახოთ. ეს სიმბოლოა იმისა,  თუ როგორი სისასტიკე, ტკივილი და უბედურება გამოიწვია ამ გაყოფამ.“

რკინის ფარდის ჩამოშლიდან ხუთი წლით ადრე ჩეხი ფრანტისეკ ფაქტორი ავსტრიიდან ჩეხოსლოვაკიაში გადასვლას ცდილობდა.

იგი მესაზღვრეებმა მოკლეს. საზღვარი 1989 წელს გაიხსნა, რის შემდეგაც ღობეები და სამეთვალყურეო კოშკები საბოლოოდ დაანგრიეს.

ახლა ჩეხეთის რესპუბლიკა და ავსტრია  უფრო მეტად დაახლოვდნენ, ამაზე ბევრი საერთო პროექტი მიუთითებს.

ევროპაში პირველად ქვეყნების საზღვარზე აშენდება საავადმყოფო, რომლითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ სარგებლობა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend