მთავარისაქართველონამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "ენკას" ტექნიკას გზა ჩაუკეტეს

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა “ენკას” ტექნიკას გზა ჩაუკეტეს

რიონის ხეობაში დაბრუნებულმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში კომპანია “ენკას” ბაზასთან გადაინაცვლეს.

მათ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოჰყვა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს და კომპანიის თანამშრომლებს შეძახილებით ხვდებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეზღუდვა შეეხება მხოლოდ კომპანიის ტექნიკას, სხვა ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. მისივე თქმით, ადგილზე დარჩებიან იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.





უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend