მთავარიdraft geoგიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი “ლიგა ენდესას” საუკეთესო მოთამაშეა. ჟურნალისტების, გულშემატკივრების, მწვრთნელებისა და მოთამაშეების გამოკითხვის შედეგად 32 წლის ქართველმა სპორტსმენმა ედი ტავარეშსა და ონდრეი ბოლდუინს აჯობა.

შერმადინს MVP-ის პრიზი მისმა თანაგუნდელმა, მარსელინიო ჰუერტასმა ესპანეთში ყველაზე მაღალ წერტილზე, მთა ტედეიდაზე გადასცა.

შერმადინი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 17 ქულას აგროვებს. “ტენერიფე” რეგულარულ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა და პლეიოფში “სან პაბლო ბურგოსს” დაუპირისპირდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, ტად მაკფადენი თამაშობს.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend