მთავარიკუბიმილოცვები საქართველოს - დამოუკიდებლობის დღე სოციალურ ქსელში

მილოცვები საქართველოს – დამოუკიდებლობის დღე სოციალურ ქსელში

„როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ,  გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენ გვერდით დგას“, – ვკითხულობთ  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წერილში.

ბევრ ქვეყანაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა შენობები და მოედნები. ქალაქ ვილნიუსში წითელ და თეთრ ფერებში იყო განათებული სამი ისტორიული ხიდი. ბელგიაში კი ბიჭის ცნობილ ქანდკებას, Manneken-Pis-ს ქართული ჩოხა ჩააცვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ მეზობელი ქვეყნებიდანაც.

„მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, — ვკითხულობთ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წერილში.


საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი:

[br]აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობა ემყარება მეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. ეს ჩვენს საერთო ინტერესებშია“, – წერია განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც.

„საუკუნეზე მეტია, ქართველმა ხალხმა გამოხატა დაუოკებელი სურვილი, ჰქონოდა საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ცალსახაა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა და გამდიდრდეს ის ახალი მიღწევებით“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ნიაგარას ჩანჩქერიც, რომელიც კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend