მთავარისაქართველო"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს, 26 მაისს თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, განცხადებას გააკეთებენ და შემდეგ რიონის ხეობაში დაბრუნდებიან.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ არ აპირებენ ჩაშალონ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები.

 

გუშინვე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დიდი ფულით არის დაფინანსებული და მასში კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. კობახიძის თქმით, თუ აქციის მონაწილეები საზოგადოებას თავიანთ დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას თვითონ გააკეთებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend