მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში პატარა დელტაში ფრინველთა 132 სახეობა ბინადრობს

რუმინეთში პატარა დელტაში ფრინველთა 132 სახეობა ბინადრობს

რუმინეთის ქალაქ იაშის ჩრდილო-დასავლეთით, მოლდოვას რესპუბლიკის საზღვრიდან მხოლოდ 30 კილომეტრის დაშორებით, კლიმატის ცვლილებების გამო შეიქმნა ფრინველთა ბიოტოპი.

წყლის დონე ორ მდინარეს შორის მდებარე ჭაობში შემცირდა, თუმცა აქ მაინც ბევრი თევზია. ეს  ადგილი იზიდავს ათიათასობით ფრინველს, რომლებიც მიგრაციის დროს აქ ჩერდებიან.

„აღფრთოვანებული ვართ, რომ ფრინველის 132 სახეობაა ამ პატარა დელტაში. ტერიტორია უნდა დავიცვათ. იმ თევზების გარეშე, რომლებიც ამ ჯაჭვს ქმნიან, დელტა გაქრება”, – განაცხადა ორნითოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა პროფესორმა კარმენ გაჩემ.

[br]ასე რომ, თევზის მეურნეობა ამ პროცესში თავის როლს თამაშობს. მაგრამ თევზსაშენის ფერმერებს ნაკლები ფრინველი და ფინანსური კომპენსაცია უნდათ. მათი აზრით, ფრინველები მათი გუბეებიდან უზარმაზარ თევზებს ჭამენ. ფერმერებს წავების პრობლემაც აწუხებთ, ისინი თევზებზე ნადირობენ. იაშის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დელტაში ბუნების დაცვის მკაცრი წესები მოქმედებს.

“ჩვენ შეგვიძლია, აქ განვავითაროთ ეკოლოგიური, სოფლის მეურნეობის, ტურისტული, რეკრეაციული ან სამეცნიერო ტურიზმი“, – ამბობს იაშის გარემოს დაცვის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი გალეა ტემნანუ და მიუთითებს დელტის მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობებზე როგორც ბუნებრივ, ისე ეკონომიკურ არეალში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend