მთავარისაქართველოსაქართველოში "სინოვაკით" ვაქცინაცია იწყება

საქართველოში “სინოვაკით” ვაქცინაცია იწყება

დღეიდან, 24 მაისიდან, საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყო.

ეს უკვე მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკიც“ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზეა დამყარებული და 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, რომელიც 21 დღის შუალედით კეთდება. ვაქცინის მსურველებს სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება 21 მაისიდან შეუძლიათ. „სინოვაკს“ ჯერჯერობით არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend