ჟურნალ National Geographic -ის ფოტოკონკურსი „შენი კადრი – საქართველო“ დასრულდა. კონკურსის მონაწილეებს მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში კონკურსის შესახებ ჟიურის წევრებმა – თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელმა და სამხატვრო დირექტორმა ნესტან ნიჟარაძემ და National Geographic – საქართველოს მთავარმა რედაქტორმა ნათია ხულუზაურმა ისაუბრეს.