ბელარუსში ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს.
რომან პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
ბელარუსის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად მინსკის აეროპორტში დაეშვა.
ბომბი ვერ აღმოაჩინეს, თუმცა დააკავეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი.
ბლოგერი რომან პროტასევიჩი პოლიციამ თვითმფრინავის ბორტიდან აიყვანა. მისი მეგობარი ქალი და კიდევ 4 თანმხლები პირი კი თვითმფრინავში არ იმყოფებოდნენ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ამ ფაქტს, ,,სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორისტული აქტი უწოდა“.
ბელარუსის სამხედრო მეთაურის განცხადებით, მას შემდეგ რაც მიიღეს ინფორმაცია თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ, პრეზიდენტის განკარგულებით, თვითმფრინავი მინსკის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მა მიაცილა.
ამ ინციდენტმა მსოფლიოში დიდი აღშფოთება გამოიწვია, როგორც ეს გასული წლის აგვისტოში, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სასტიკად დაარბია აქციის მონაწილეები.