მთავარისაქართველოჟურნალ National Geographic-ის ფოტოკონკურსი „შენი კადრი -საქართველო“  დასრულდა

ჟურნალ National Geographic-ის ფოტოკონკურსი „შენი კადრი -საქართველო“  დასრულდა

ფოტოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების მოყვარულები  ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ.

მწვანე ეზოში, ჟურნალ National Geographic-ის კონკურსზე წარმოდგენილი ფოტოები იყო გამოფენილი.

ჟიურის თქმით კი გამარჯვებულების გამოვლენა რთული იყო, ამიტომ სამი საპრიზო ადგილის გარდა ჟიურის წევრებმა თავიანთი რჩეული ნამუშევრებიც დაასახელეს.

„როგორც ყოველთვის რთულია აარჩიო რომელი ჯობია და პატარა ნიუანსებია,  რომელმაც შეიძლება გადაწონოს რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ კონსენსუსამდე მივედით. ამ ფოტოებში ჩანს, რომ საქართველოში არსებობს ძალიან მაგარი ფოტოგრაფია. არსებობს ლიტვური ფოტოგრაფია, ფრანგული ფოტოგრაფია.. მაგრამ არსებობს  ქართული ფოტოგრაფია“,-ამბობს ჟიურის წევრი და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი.

„მზეს მოფარებული ადგილი-მიპოვე“ – ასე ჰქვია კონკურსის გამარჯვებულ ნამუშევარს. ავტორის თქმით, ფოტო მოგზაურობასა და მოძრაობაზე მეტად, პანდემიით გამოწვეულ უმოძრაობაზე გვიყვება.

 
„ეს არის ის, რაც პანდემიის პერიოდში  ჩემს თავს ხდებოდა, ფოტოსაც ასე დავარქვი „მიპოვე“.ყველასთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო და ალბათ ჩემთვისაც, სწორედ ამას ასახავს ფოტო. ჩვენ ფოტოგრაფები, ანუ მე, ვერ ვსაუბრობ მირჩევნია, კადრით ვისაუბრო და შესაბამისად ეს იყო ამ ფოტოში ჩადებული იდეა“, – ამბობს კონკურსის გამარჯვებული ზაქარია ჭელიძე.

[br]National Geograhic-ის და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი ფოტოკონკურსი – “შენი კადრი” უკვე მეოთხე წელია ტარდება და მიზნად ისახავს წაახალისოს, როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული ფოტოგრაფები.

ორგანიზატორების თქმით, მნიშვნელოვანია ფოტო მინიმალურად იყოს დამუშავებული და ახლოს იყოს რეალობასთან.

„სულ ვცდილობთ, რომ ავარჩიოთ საინტერესო თემები, ყოველთვის დიდი ინტერესია მის ირგვლივ, მაგრამ წლევანდელი კონკურსი აღმოჩნდა განსხვავებული, რადგან უპრეცედენტოდ ბევრი კადრი მოვიდა ჩვენამდე, თანაც ძალიან კარგი ხარისხის, რაც ერთი მხრივ ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეორე მხრივ არჩევისას ჟიურის წევრები დიდი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით“,-ამბობს ჟურნალ National Geograhic-ის გამომცემელი, დირექტორი ანი ცაბაძე.

„დღეს გამოვლინდა ფოტოკონკურსის გამარჯვებული. ძალიან საინტერესო ფოტოები იყო წარმოდგენილი, ძალიან რთული იყო გამარჯვებულის გამოვლენა და ამავდროულად რჩეული ფოტოების ამორჩევაც, ნამდვილად რთული ამოცანა აღმოჩნდა“,-ამბობს  „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლიკა მეტრეველი

ფოტოკონკურსი მომავალშიც წაახალისებს ფოტოგრაფებს, მანამდე კი უკვე პროფესიონალი და გამოცდილი ფოტოგრაფის რჩევა ასეთია:

გურამ წიბახაშვილი: „ გაცილებით ადვილია რაღაც ეფექტურს წააწყდე და გადაიღო, ვიდრე შენით შექმნა ეს კადრი… არაეფექტურიდან“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend