მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ღია სივრცეებში შეკრება კვლავ ნებადართულია

ევროპის ქვეყნებში ღია სივრცეებში შეკრება კვლავ ნებადართულია

შაბათ-კვირას ბერლინის ღამის კლუბების ღია სივრცეებში წვეულებები გაიმართა. პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ გართობის ინდუსტრია ნელ-ნელა იხსნება. თუმცა, ნამდვილი კლუბური კულტურა ჯერჯერობით არ დაბრუნებულა.

ამავდროულად, რუმინეთში 35 ათასამდე კათოლიკე პილიგრიმი ღია სივრცეში სალოცავად შეიკრიბა. შარშან საუკუნეების წინანდელი მსვლელობის გამართვა შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა. ტრანსილვანიის რეგიონში მდებარე სოფელ სუმულეუ-ჩუკში მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი მსვლელობა უკვე 450 წელია ტარდება. ახლომდებარე ფრანცისკელთა ეკლესიაში ვაქცინის გაკეთებაც იყო შესაძლებელი. ვაქცინის გაკეთების სურვილი გამოთქვა გავლენიანმა ფრანცისკელმა ბერმა ჩაბა ბოიტემაც რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა.

კოვიდის გამო საავადმყოფოში მოვხვდი. ეს ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო. მე კორონავირუსისგან გარდაცვლილი არაერთი ადამიანი დამისაფლავებია“, – ამბობს ბერი საბა ბოიტე.

შეზღუდვები შემსუბუქებულია საფრანგეთშიც, სადაც საავადმყოფოებში მყოფი კოვიდით დაავადებული პაციენტების რაოდენობა ოცი ათასამდე შემცირდა. ვაქცინაციის ტემპები დაჩქარდა ქალაქ ბორდოში, სადაც 50-მდე ადამიანს ვირუსის იშვიათი ფორმა გამოუვლინდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend