მთავარისაქართველო"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

“ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს, დღის 15:00 საათიდან „ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობის ლიდერის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის ვადა ხვალ, დილით 12:00 საათამდე ექნება. გოლეთიანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

“ჩვენ ჩავალთ ყველგან და სისტემურ მუშაობას დავიწყებთ. ეს შეარყევს სისტემას და ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ სახალხო პრობლემებზე და წუხილების სადარაჯოზე ვიქნებით სულ. ჩვენ უნდა დავინახოთ ამ ლოკალურ პრობლემაში სისტემური სახე სისტემისა.

ხვალ, 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ ხვალ, 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას. ამისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდე დაგვემატონ. მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე!” , – განაცხადა აქციაზე მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend