მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის პრეზიდენტი NATO-ს ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს

საფრანგეთის პრეზიდენტი NATO-ს ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა მომავალ სამიტზე ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო და პოლიტიკური ღირებულებებისადმი ერთგულება უნდა დაადასტურონ.

2019 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა NATO მწვავედ გააკრიტიკა. საფრანგეთის პრეზიდენტის უკმაყოფილების მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და NATO – ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფუჭება დაNATO-ს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის მიერ სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში NATO-სთან შეუთანხმებელი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა გამოდგა.

 
“მომავალმა სამიტმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთიანობა უნდა განამტკიცოს. ამ მიზნით ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო ღირებულებებთან დაკავშირებით მკაფიო თანხმობა უნდა იყოს. საჭიროა საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა. მე ვიცი, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს ამ საკითხთან დაკავშირებით იგივე მოსაზრება აქვს. მიუღებელია პარტნიორი სახელმწიფოების საზიანოდ მხოლოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა, როგორც ეს მოხდა სირიის კონფლიქტისას, ლიბიაში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სამხედრო თავსებადობა კი NATO-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

[br]საფრანგეთს ეწვია NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ლიდერის თქმით, ივნისში დაგეგმილ სამიტზე NATO-ში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ღიად უნდა ისაუბრონ.

სამიტს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც, ეს NATO-ს პირველი სამიტი იქნება, რომელსაც იგი პრეზიდენტის რანგში დაესწრება.

“ჩვენი გავაძლიერებთ ერთიანობისა და სოლიდარობის პრინციპების დაცვას ნატოში. ამ მიზნით ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის მეტი კომუნიკაცია და ფუნდამენტურ ღირებულებებზე თანხმობის გამყარებაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია, კოლექტიური თავდაცვასა და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები”, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს თურქეთი არ უხსენებია, ფრანგი ლიდერის კრიტიკის სამიზნე სწორედ თურქეთის რესპუბლიკაა.

თურქეთისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თურქული მხარის მიერ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ბუნებრივი რესურსების მოპოვების უფლებებთან დაკავშირებით დავას მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend