მთავარისაქართველოევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აჭარაში ვიზიტს აგრძელებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აჭარაში ვიზიტს აგრძელებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, აჭარაში ვიზიტს აგრძელებს.

დღეს, 21 მაისს, კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

გუშინ ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ქედა ლიდერის”-ის შედეგების გასაცნობად ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია.

 

,, ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა აქ ყოფნა, თბილისიდან გასვლა, ქედაში ჩამოსვლა და არაჩვეულებრივ ხალხთან შეხვედრა. ევროკავშირისთვის პრიორიტეტია რეგიონული განვითარება, ეს საჭიროა ქვეყნის მშენებლობისთვის მისი სრული პოტენციალით. ჩვენ არამხოლოდ ეკონომიკურად ვეხმარებით რეგიონებს, არამედ გვსურს დავეხმაროთ მთავრობას დეცენტრალიზაციის გეგმის კუთხით, რათა უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდეთ რეგიონებს და თავიანთ განვითარებაზე მეტი წილი პასუხისმგებლობის აღება შეძლონ”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend