პარლამენტი დღეს, 21 მაისს, საარჩევნო კოდექსის განხილვას იწყებს.
პროექტს, რომელზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდნენ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც იგეგმება. მომავალ კვირაში კი მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებენ.
დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის უკვე გაეგზავნა ვენეციის კომისიას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენით იქამდე არ განიხილავენ, ვიდრე მასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასება არ გახდება ცნობილი. საარჩევნო რეფორმის გატარება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხია.