მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობის წინააღმდეგ სანქციებს აღარ დააწესებს

ჯო ბაიდენი “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობის წინააღმდეგ სანქციებს აღარ დააწესებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკა „ჩრდილოეთის ნაკადი ორის“ გაზსადენის წინააღმდეგ სანქციებს აღარ დააწესებს.

გაზსადენი, რომლის მშენებლობა დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი ჯდება, უკვე თითქმის დასრულებულია.

„ჩრდილოეთის ნაკადი ორის“ საშუალებით გერმანია რუსულ გაზს ბალტიის ზღვის გავლით მიიღებს.

წარსულში ჯო ბაიდენს გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაუკეთებია.

ბაიდენის გადაწყვეტილებას მიესალმნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი და რუსეთის მთავრობის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend