მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქალაქებში მუზეუმები იხსნება

ევროპის ქალაქებში მუზეუმები იხსნება

ევროპაში მუზეუმები იხსნება. ოთხშაბათს პარიზში მსურველებს ლუვრის მუზეუმის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

ლუვრი ექვსი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო. მუზეუმში სტუმართა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.

შეზღუდულია ასევე ექსპონატების რაოდენობაც. დამთვალიერებლებს მხოლოდ ყველაზე პოპულარული ექსპონატების, მათ შორის „მონა ლიზას“ ნახატის ნახვა შეუძლიათ.

მუზეუმები იხსნება ლონდონშიც. პრესტიჟულ „სამხატვრო სამეფო აკადემიაში“ მხატვარ დეივიდ ჰოკნის ახალი გამოფენა გაიმართა. გამოფენის თემა გაზაფხული იყო.

„ჩვენ გამოვედით კარანტინიდან. გაზაფხული ახალი სიცოცხლის სიმბოლოა. ეს არის დრო, როცა ბუნება იღვიძებს. დეივიდის ნახატები ყოველთვის ოპტიმისტური და ფერადია. მათ მოაქვთ დადებითი გრძნობები, რომლის შეგრძნებაც ჩვენ ყველას ახლა ძალიან გვჭირდება“, – ამბობს აკადემიის დირექტორი ალექს რუგერი.

გაზაფხული დადგა ამსტერდამშიც, სადაც ეროვნულ „რეიკსმუზეუმში“ ახალი გამოფენა, სახელწოდებით „მონობა“ გაიმართა. გამოფენაზე ნიდერლანდების მონათმფლობელობის ისტორიაა წარმოდგენილი.

გამოფენა მეფე ვილემ-ალექსანდრეს თანდასწრებით გაიხსნა.

გახსნის დროს ანტილიური სიმღერა შესრულდა. ბილეთების დაჯავშნა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი.

მუზეუმები გაიხსნა სამხრეთ ევროპაშიც. მათ შორისაა ათენის ცნობილი აკროპოლისის მუზეუმი, აქ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ახალი წესები ამოქმედდა. ათენის ქუჩებში ტურისტების დიდი რაოდენობა ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა საზაფხულო სეზონი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend