აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირისპირ პირველი შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა.
მხარეებმა გულწრფელად, მაგრამ მშვიდად ისაუბრეს თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებსა და რეიკიავიკში შეხვედრის შესახებ.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შეუძლიათ ერთმანეთთან ითანამშრომლონ, ჩვენი ხალხისათვის მსოფლიო შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს – და სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ცივი ომის შემდგომ პერიოდში, წლების განმავლობაში, ვაშინგტონის ურთიერთობა მოსკოვთან დაძაბული იყო ისეთი საკითხის გამო, როგორიცაა უკრაინის არჩევნებში ჩარევის ბრალდება. თუმცა, დაძაბულობის მიუხედავად, აგრესია არასდროს ყოფილა.
”ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა საკითხი გამონაკლისის გარეშე, თუ მივხვდებით, რომ დისკუსია იქნება გულწრფელი, ფაქტებზე დაყრდნობით, ურთიერთპატივისცემით“, – ამბობს სერგეი ლავროვი.
უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო სამიტის ჩატარებაც იგეგმება.
ეს იდეა თეთრმა სახლმა გასულ თვეს გაავრცელა, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ შედგა. რუსეთის მედიამ შეხვედრის სავარაუდო ადგილად შვეიცარია დაასახელა.