მთავარისაქართველო"სინოფარმით" ვაქცინაციის დროს პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი 21-28 დღეა

“სინოფარმით” ვაქცინაციის დროს პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი 21-28 დღეა

დღეს, 20 მაისს, 12 საათიდან იწყება ჩინური წარმოების “სინოფარმის” მეორე დოზით ასაცრელად იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, რომელთაც ვაქცინის მეორე დოზის მიღება 22-დან 28 დღემდე შუალედით სურთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებების არჩევას სურვილისამებრ შეძლებენ.

მათთვის, ვისაც „სინოფარმის“ მეორე დოზის მიღება პირველი აცრიდან 21-ე დღეს სურთ, რეგისტრაცია 12 მაისიდანაა შესაძლებელი.

“სინოფარმით” ვაქცინაციის დროს პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი 21-დან 28 დღე უნდა იყოს.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი პარტია – 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო. აცრის მსურველთა რეგისტრაცია 4 მაისიდან დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend