მთავარიამბები„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააზრებული და გამართლებული იყო და დამტკიცდა, რომ მიტაცებული სახელმწიფოს გასათავისუფლებლად ბრძოლა შეუძლიათ.

 

როგორც მელიამ განაცხადა, ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი, რაც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რაც მომავალი გამარჯვებების საწინდარი გახდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შარლ მიშელის 19 აპრილს მიღებულ ხუთპუნქტიან შეთანხმებას ხელს არ აწერენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend